Sunday 29 June 2014

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის მე-9  დღეს გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს.შემდეგ youtbe-ზე,ვიდეოფაილების საცავიდან ჩვენს ბლოგზე გადავიტანეთ ვიდეო.ტრენინგის ყველა მონაწილემ წარადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია.მოვისმინეთ ძალიან საინტერესო თემები,პროექტის მიმდინარეობის შესახებ მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და ბოლოს მოვახდინეთ ტრენინგის შეჯამება. აღნიშნულმა  ტრენინგმა .ძალიან ბევრი საინტერესო და მასწავლებლის საქმიანობისთვის აუცილებელი მასალა მოგვაწოდა. გაოცებული ვარ ჩვენი ტრენერის-ქალბატონ ქეთი ცერაძის დაუღალავი ენერგიით,მისი ტრენინგებით ძალიან კმაყოფილი ვარ,რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ.

Saturday 28 June 2014

მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით.შემდგომ შევქმენით რესურსი ფასილიტაციისთვის.გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, ზოგიერთ შემთხვევაში შევცვალეთ საქაღალდის დასახელება.პროექტის პორტფოლიო გადავიტანეთ ჩვენს ბლოგზე.ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნა.

Monday 23 June 2014

მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე  დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით.
დავალებების შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინერით.ვისწავლეთ ბლოგებზე გვერდების დამატება.შევადგინეთ პროექტის გეგმა.ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.ქალბატონი ქეთის დიდი მადლიერი ვარ.

Sunday 22 June 2014

მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღე, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ წინა ტრენინგზე ნასწავლის გამეორებით.გავეცანით სხვადასხვა სახის შეფასებებს,განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციების ნიმუშები და შევქმენით ახალი პრეზენტაცია.

Saturday 21 June 2014

მე-5 დღე

ტრენინგის მე-5 დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა.გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.შემდეგ გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს,ვიმუშავეთ ბლოგზე,ვისწავლეთ გაჯეტების შექმნა.შევქმენით სამი გაჯეტი-სურათების,გამოკითხვის და საათის.

Sunday 8 June 2014

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგის მე-4 დღე განსაკუთრებულად მომეწონა. გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი-პროექტის განხორციელების გეგმა.ვისწავლეთ  პროექტის პორტფოლიოს შექმნა და მისი პრეზენტაცია.გადავიტანეთ ბლოგზე.ვისწავლეთ აგრეთვე ერთმანეთთან კომენტარების გაკეთება.

Saturday 7 June 2014

ტრენინგის მე-3 დღე

ტრენინგის მე-3 დღეს თავდაპირველად გავიმეორეთ წინა დღეს გავლილი მასალა.შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შემუშავებაზე და სტანდარტის დადგენაზე,რომელიც  დაგვეხმარა მიზნების შამოყალიბებაში.შევიმუშაუეთ მიმართულებების მიმცემი-ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები რომელიც დაგვეხმარება პროექტის წარმატებით წარმართვაში. ვიმუშავეთ  ბლოგზე. ვისწავლეთ სათაურის შეცვლა,მისი წაშლა და აღდგენა.დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ.